ბათუმის ტრაგედიის შედაგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო

24 მაისი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ანაგი განახორციელებს. ახალ საცხოვრებელ სახლში სრულად დაკმაყოფილდება ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი.

,,მძიმე ტრაგედია გამოდგა როგორც ჩემთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბათუმის ტრაგედიის მომსწრე იყო. უნდა გავაგრძელოთ ამ ტრაგედიის მიუხედავად წინ სიარული.

იმედი მაქვს, რომ თითოეული ოჯახი ახალ სახლში მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას. ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ. ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები