ბათუმის სამრეწველო ზონის განვითარება და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

25 მაისი, 2023



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სამრეწველო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამრეწველო ზონაში და მიმდებარედ აქტიურად ხორციელდება გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელთა ჯამური ღირებულება ღირებულება 25 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, სამრეწველო ზონაში 25 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ინვესტიცია 38,8 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროექტების მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება მახოსა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ხოლო მდინარე ჭოროხთან მიმდინარეობს  ნაპირსამაგრი სამუშაოები. 

საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, სამრეწველო ზონაში მთავარი და მეორეხარისხოვანი გზები შენდება. სამრეწველო ზონის მიმდებარედ ბათუმის მერიამ წყალარინების მაგისტრალური ქსელის მოწყობა და სატუმბი სადგურების მშენებლობა  განახორციელა, რაც ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული.

მთავრობის წევრებმა სამრეწველო ზონაში კარ-ფანჯრის საწარმო „კარი“   და ლითონის საწარმოს  „ეკო სთორი ჯის“ მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები