თორნიკე რიჟვაძე გაეროს ელჩს საქართველოში ქალბატონ საბინე მახლს შეხვდა
30 მაისი, 2023
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ელჩს საქართველოში ქალბატონ საბინე მახლს შეხვდა.
თორნიკე რიჟვაძემ საბინე მახლთან შეხვედრისას აჭარაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აქტიურ მუშაობას გაუსვა ხაზი, ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.
„საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მოიცავს მთელ რიგ სფეროებს, მათ შორის სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, განათლებას, გარემოს დაცვას. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ორგანიზაციის მუშაობას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ ელჩთან საუბრისას.
გაეროს მხარდაჭერით აჭარაში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება, სოფლის განვითარება, ჯანდაცვის პროგრამები და ა.შ.
იხილეთ გალერეა