ბათუმის სტადიონი მსოფლიო საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაზეა წარდგენილი

30 მაისი, 2023

ბათუმის სტადიონი მსოფლიო საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაზეა წარდგენილი, რომელიც რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

ბათუმმა როგორც ტურისტული, სპორტული, კულტურული და საერთაშორისო ღონისძიებების ქალაქმა 2023 წელს უკვე უმასპინძლა ფარიკაობის მსოფლიო თასს, ევროპის სოფლად ტურიზმის ასამბლეას, საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში.

ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები როგორიცაა ბათუმი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება.

,,განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩები გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე. და ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება შედეგები ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის, უძრავი ქონების, სადაც ბათუმის სტადიონი წარდგენილია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ველოდებით შესაბამის შედეგებს” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

ბათუმი წელს არაერთი საერთაშორისო ღონიეძიების მასპინძელია. ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დაჯილდოება რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, ამჯერად სტადიონი წარდგენილია მსოფლიო ჯილდოზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები